სიახლეები
შუამთის რეაბილიტაცია

ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტუქტურა გაუმჯობესდება.

პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ახორციელებს.  რეაბილიტაციის ფარგლებში ძველი და ახალი შუამთის მონასტრებთან მოეწყო საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საზოგადოებრივი სანიტარული წერტილები და ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ასევე, დასრულებულია 200 მეტრის სიღრმის  ჭაბურღილის რეაბილიტაცია.  სამუშაოები  2015 წელს დაიწყო და   მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. სამუშაოებზე  60-მდე ადამიანია დასაქმებული  და მათი უმეტესობა ადგილობრივია.

 

Print