კულტურა
ახალგაზრდა ლოტბარი ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა
ახალგაზრდა ლოტბარი, კომპოზიტორი და დირიჟორი ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა.

37 წლის მუსიკოსს ექიმებმა 5 თვის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, სამკურნალოდ ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გაემგზავრა, თუმცა  სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ზვიად ბერიშვილს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობენ. ზვიადის მეგობრებს იმედი აქვთ, რომ საზოგადოება გულთან ახლოს მიიტანს გარდაცვლილის ოჯახის გასაჭირს და დაეხმარება მათ. მსურველებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე. GE65TB7143245061100022

მოქმედებს სპეციალური ნომერი „ბილაინისა“ და „მაგთის“ აბონენტებისთვის:

0901701125

 

 

Print