სიახლეები
ვანო მერაბიშვილის საქმე სტრასბურგში
ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვის თარიღი სტრასბურგის სასამართლომ უკვე განსაზღვრა.
იუსტიციის მინისტრის ცნობით, ზეპირი განხილვა მარტში შედგება. საქმე ეხება საქართველოს მთვრობის მიერ საქმეზე  რამდენიმე თვის წინ გამოტანილ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სადაც ევროპულმა საასმართლომ ქართული მხარე ყოფილი პრემიერის მიმართ მეთვრამეტე მუხლის დარღვევაში დამნაშავედ სცნო. ვანო მერაბიშვილის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პატარა კოლეგიის გადაწყვეტილებას, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ კანონიერად გამოყენებული პატიმრობა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის გამოიყენებოდა, დიდი პალატაც გაიზიარებს. როდის გამოიტანს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს 17 მოსამართლე ჯერ უცნობია.
Print