სიახლეები
გამართლებული ბრალდებული
ხელახალი გამოძიება და გამართლებული ყოფილი ბრალდებული.
პროკურატურის ახლად შექმნილმა დეპარტამენტმა, რომელიც მართლმსაჯულების პროცესში ჩადენილ დანაშაულებებს იძიებს, თაღლითობის ბრალდებით 2010 წელს, დაკავებული ბეჟან ბეჟუაშვილის საქმე გადასინჯა. ახალი გარემოებების წარდგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

საქმე ეხება ბაგებში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას სადაც ბეჟუაშვილი სამშენებლო კომპანიასა და ამხანაგობას შორის მოლაპარაკებისას შუამავალი იყო. მოგვიანებით როგორც შუამავალი, ასევე კომპანია “მშენებელი XXI საუკუნის” დამფუძნებლები ციხეში აღმოჩნდნენ. როგორც დაზარალებული, ასევე პროკურორი ამბობენ, რომ მიზანი იმდროინდელი ხელისუფლების მიერ ძვირადღირებული ქონების მითვისება და რეალური დამნაშავეების მფარველობა იყო.

Print