სიახლეები
სასათბურე მეურნეობა გარდაბანში
12 ჰექტარზე გაშენებული მაღალტექნოლოგიური სათბური პლანტა” 
დაათვალიერა დღეს პრემიერ მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სათბური  ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება საქართველომ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გამოიყენოს.

სათბური თანაინვესტირების ფონდისა და ფონდ ”ქართუს” ერთობლივი ინვესტიციით აშენდა და მასში ჯამში 22 მილიონ დოლარზე მეტი ჩაიდო.

სათბურში 250 ადამიანი დასაქმდება. პროდუქცია,გაიყიდება  ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზეც.

Print