სიახლეები
ვითარება გზებზე
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო
თბილსერვის ჯგუფი  საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კოჯორში, ბეთანიასა და კიკეთში მობილიზებულია ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიებზე იყრებოდა ტექნიკური მარილი. გზის გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაშიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. თბილსერვის ჯგუფი მოუწოდებს მოსახლეობას უხვი ნალექისა და ამინდის გაუარესების გამო თავი შეიკავონ აღნიშნულ მონაკვეთებზე ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან.
Print