სიახლეები
სასამართლო ნათელაშვილის სარჩელს განიხილავს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი 
ოქმების კანონშესაბამისობაზე იმსჯელეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსარჩელე მხარე "ლეიბორისტული" პარტიაა. შალვა ნათელაშვილმა სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა, მათ შორის "ლეიბორისტულმა" პარტიამ ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ნათელაშვილის მტკიცებით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმები ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის მითითებით არის შედგენილი. "ლეიბორისტული" პარტია აცხადებს, რომ არჩენების შედეგები გაყალბებულია.
Print