სიახლეები
შემთხვევა კრწანისის სასწავლო ცენტრში

სასწავლო ცენტრ "კრწანისში" თავდასხმის დროს გარდაცვლილი

გიგა შენგელიას მამა დღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას გეგმავს. რომან შენგელიას თქმით, მას  დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი და სამართალდამცავების მოქმედების არეალი.

განცხადება თავდაცვის სამინისტომ გუშინ გაავრცელა. უწყება  მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შენგელიას ოჯახს მისცეს ინფორმაცია მომხდარზე, ასევე დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და მათ ყველა კითხვას ადგილზე გასცეს პასუხი.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, უწყება წინააღმდეგი არ არის, დაინტერესების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა.

 

Print