სიახლეები
შეხვედრა ერგნეთში
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში
სოფელ ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემატურ საკითხს დააყენებს რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის და ჰუმანიტარული მდგომარეობისთვის არის მნიშვნელოვანი.

შეხვედრაზე ქართული მხარე დააყენებს ასევე გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხს, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 8 ივნისს დააკავეს და მას საოკუპაციო რეჟიმი ტერორისტულ საქმიანობასა და შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობას ედავება.

Print