სიახლეები
ახალი დეტალები კრწანისის ინციდენტზე
განსხვავებულია გარდაცვლილის ოჯახის ვერსია.
მათი ვარაუდით  შესაძლოა გიორგი შენგელია, არა საგუშაგოში მყოფი გუშაგის ტყვიის, არამედ   ქვეითად მოსიარულე სამხედროს გასროლის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ მისი შვილს საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიის გარეთ ესროლეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება, თუმცა დაღუპულის ოჯახი საგამოძიებო პროცესს და თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიას უნდობლობას უცხადებს. გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა  ფაქტის სამართლიან და დროულ გამოძიებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში  საპროტესტო აქციით  იმუქრება.
Print