სიახლეები
დაშავებული ჯარისკაცების მდგომარეობა
კახეთში, სოფელ ბოდბესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად დაშავებული ჯარისკაცების ნაწილი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ნაწილი კი,  კვლავ მკურნალობას აგრძელებს. ექიმების განცხადებით,  პაციენტების ჯანმრთელობის  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, რამდენიმე მათგანი კვლავ რეანიმაციაში რჩება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში კომენტარს ისევ  არ აკეთებენ. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
Print