სიახლეები
ყოფილი „დემოკრატების“ გადაწყვეტილება

ყოფილ „თავისუფალ დემოკრატებს“ მოქმედები აკრიტიკებენ.

მიზეზი ხელისუფლებასთან მათი  შესაძლო თანამშრომლობაა. ნინო გოგუაძე ამბობს, რომ პარტიის ყოფილმა წევრებმა ამით  პარტიიდან წასვლის რეალურ მიზეზებს ფარდა ახადეს. ამას ისიც დაემატა, რომ  „თავისუფალი დემოკრატებიდან“ წასულები, საზოგადოებას, არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. პარტიის ყოფილმა ლიდერებმა დღეს გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ შეთავაზება სამომავლო თანამშრომლობაზე, „ქართული ოცნებიდან“ არ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ მათი შეხვედრა გია ვოლსკისთან შედგა.

 

Print