სიახლეები
ყოფილი ''თავისუფალი დემოკრატების'' განცხადება
არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში - ასეთია "თავისუფალი დემოკრატების"  ყოფილი ლიდერების  დღევანდელი პოზიცია.
ზურაბ აბაშიძემ, დავით ონოფრიოშვილმა და გია ცაგარეიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ  გააკეთეს  განმარტებები პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით და მერვე მოწვევის პარლამენტში საკუთარი და უკვე ყოფილი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაც შეაფასეს. დეპუტატებმა  სამომავლო გეგმებზეც გაამახვილეს ყურადღება.
“ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა აბსოლუტურად რეალისტურია - ჩვენ არა ვართ ოპოზიციაში და არა ვართ ხელისუფლებაში. მინდა, რომ ეს ნათლად გასაგები იყოს ყველასთვის. პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ წევრები აღარ ვართ, პარტიულად აღარ ვსაქმიანობთ. ამიტომ არ ვართ ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში. არანაირი შემოთავაზებები და არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“, - განაცხადა აბაშიძემ.
Print