სიახლეები
რობაქიძის გამზირის გამწვანება დასრულდა

დიდუბის რაიონში, რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

5 კილომეტრიან მონაკვეთზე დაირგო 20 000 ძირი ბუჩქოვანი მცენარე - გართხმული ღვია, როზმარინი, ირმის რქა, კოწახური, ეონიმუსი, ნანდინა, ტუია, ფოტინია; 8000 კვადრატულ მეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა 1372 წყლის გამფრქვევი, მრავალწლოვანი ნარგავები შემოიფარგლა ბორდიურებით და ამაღლდა თარგები.

რობაქიძის გამზირზე თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, ეკოლოგიისა და გამწვანების უფროს ნინო სულხანიშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს დეპუტატ თარაშ შურღაიასთან ერთად იმყოფებოდა.
დავით ნარმანიას თქმით, რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. 
როგორც მერიაში განმარტავენ, დიდუბის რაიონში, დიღმის მასივში ეს უკვე მეორე დიდი პროექტია, რომელიც გამწვანების მიმართულებით განხორციელდა.
რობაქიძის გამზირის გამწვანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულება 684 890 ლარია”, - აცხადებენ მერიაში.

 

Print