სიახლეები
'''ნაცმოძრაობის'' ბრიფინგი
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებისათვის ქვეყანაში ეკონომიკის მდგომარეობა შემაშფოთებელია .

მედიასთან შეხვედრაზე მტკიცებულებად დღეს მიხეილ მაჭავარიანმა ლარის კურსი მოიყვანა  და აღნიშნა რომ  საქართველოში  ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებელი 2011 წლის მონაცემებთან შედარებით  შემცირებულია. მაჭავარიანი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ეროვნული ვალუტის კურსზე აისახება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშულებს . საპარლამენტო უიმცირესობის  წარმომადგენელთა განმარტებით,  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საგარეო  და შიდა ვალი 4 მილიარდით გაიზარდა და 12 მილიარდს, ანუ ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა.


Print