სიახლეები
''ტუროგრაფის'' გამარჯვებული
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ
და სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის წარმომადგენელმა ირაკლი ზუბიტაშვილმა კონკურსში „ტუროგრაფი“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა კონკურსი სექტემბერში გამართა. მონაწილეებმა  საიტზე turography.ge საქართველოში მოგზაურობის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები და ნამუშევარი გააგზავნეს. პირველ ადგილზე გასულ ტუროგრაფს 2 ადამიანზე 5 დღიანი სამოგზაურო პაკეტი გადაეცა ბორჯომის ხეობაში და სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო სასტუმროებში. მეორე ადგილზე გასულს კი ქენონის პროფესიონალური ფოტოაპარატი. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს შიდა ტურიზმის პოპულარიზებას.
Print