სიახლეები
შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში
"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.
შეკრებაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. პარტიის ლიდერების მტკიცებით, მთვარი განსახილველი საკითხი არჩევნების მეორე ტური იყო.  ასევე მათ იმსჯელეს თუ როგორ ჩაიარა განმეორებითმა კენჭისყრამ. პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი მიზანია ისევე მშვიდობიანად ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, როგორც ეს პირველი ტურის შემთხვევაში მოხდა.

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.  მათი მტკიცებით, გუშინდელ შეხვედრაზე არც აღმასრულებელი ხელისუფლების ახალ შემადგენლობაზე და არც პარლამენტის თანამდებობრივ გადანაწილებაზე არ უსაუბრიათ.

Print