სიახლეები
უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი - შეფასებები
როგორ აფასებენ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს მმართველ გუნდში.
"ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს დავით რაქვიაშვილს არ იცნობენ. თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ ის დაკავებულ პოზიციაზე ეფექტურად იმუშავებს და პრეზიდენტის იმედებს გაამართლებს.

მათი თქმით, უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივა იყო და პრეზიდენტმა უკეთ იცის როგორი კომპეტენციის პირი შეარჩია.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი გუშინ  წარადგინა.

Print