სიახლეები
შეხვედრა მაღაროელებთან
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
სულხან მახათაძე ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულ მაღაროელებს შეხვდა.

წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სულხან მახათაძემ შუქრუთისა და პერევისის მაღაროს ე.წ ბაზალტების უბანში მაღაროელებს საკუთარი პარტიის სამოქმედო პროგრამა გააცნო. სულხან მახათაძის თქმით, მის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას მაღაროელთა შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და საპენსიო ასაკის დაწევაზე მუშაობა წარმოადგენს.

გარდა ამისა მან ჭიათურაში დამატებით 30 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს ბიზნესის ხელშეწყობისა და დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებისათვის.

Print