სიახლეები
აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს

21 დეკემბრიდან ნათია კაპანაძე უხლემძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ტელევიზიის 4 წევრიანმა ბორდმა ფარული კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით მიიღო. ახალი დირექტორის უფლებამოსილების ვადის დაწყებამდე ტელევიზიას სოსო სტურუა უხლემძღვანელებს, რომელსაც სამწლიანი უფლებამოსილების ვადა 20 დეკემბერს ეწურება.

არასამთავრობო სექტორი მაუწყებლის დირექტორის არჩევის პროცესს სამართლიანსა და გამჭვირვალეს უწოდებს. ნათია კაპანაძე აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე მაუწყებლის სტრატეგიის განვითარებას უზრონველყოფდა, უფრო ადრე კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იყო. თავდაპირველად კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა სამი მათგანი საბუთების გადარჩევისას კონკურსს გამოეთიშა.

 

Print