სიახლეები
ახალი სოც-საწარმო
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  ბავშვთა
და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში სოციალური საწარმო ამოქმედდა. პროექტის ბენეფიციარები არიან ამავე ცენტრის 20 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელი და სოფელ ბებნისის მცხოვრები, სოციალურად დაუცველი 25 მოზარდი და ახალგაზრდა.

პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ტრადიციული ხელობების შემსწავლელი საწარმო, სადაც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბენეფიციართათვის მინანქრის, გობელენის, თექის და ხის დამუშავების ტექნოლოგიების სწავლება.

Print