სიახლეები
საერთაშორისო ფესტივალი
თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში
ესპანეთის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის კომიტეტის ,,ფიესტალონია მილენიოს’’ წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

კომიტეტი 25-27 ოქტომბერს, ორგანიზებას გაუწევს თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,ფიესტალონია ჯორჯიას’’ ჩატარებას. სადაც თავს მოიყრის მსოფლიოს 12 ქვეყნის  წარმომადგენლი. ფესტივალის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება 27 ოქტომბერს, 19  საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო  დარბაზში.

Print