სიახლეები
დაჭრილი სამხედროების მდგომარეობა

ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი სამხედრო ნინოწმინდაში დაკრძალეს.

აკოპ მალხასიანი სამხედრო სამსახურს 2 კვირაში ასრულებდა. დაშავებულ სამხედროთა ნაწილმა საავადმყოფო უკვე დატოვა. სამი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ავარია სოფელ ბოდბესთან პარასკევს მოხდა. “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

 

Print