სიახლეები
მეზღვაურთა პრობლემები საქართველოში

თურქული დროშ ქვეშ მცურავ გემზე გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური სამშობლოში ჩამოსვენეს.

ოჯახი საუბარს ერიდება. და გამოძიებას ითხოვს. რა დამატებით საფრთხეს გულისხმობს ქართველი მეზღვაურებისთვის ისედაც სახიფათო პროფესია.

პრობლემები ქართველი მეზღვაურებისთვის სასწავლებლის დასრულებისთანავე იწყება. სფეროში სამუშაო ადგილების სიმცირის გამო, ახალბედა მეზღვაურების დიდ ნაწილს მუშაობის დაწყება უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე  უწევთ. როგორც მეზღვაურთა პროფკავშირში ამბობენ, მთავარი სამუშაოს მარტივად პოვნაა, ამიტომ გემებზე უსაფრთხოების ნორმების შესწავლა მეორეხარისხოვანი ხდება.  დამატებით პრობლემებს მეზღვაურებისთვის პრაქტიკის უქონლობაც ქმნის.

Print