ქართული ღვინის კულტურასა და
ისტორიას პოლონეთის ღვინის აკადემიის ერთ-ერთ სკოლაში
შეასწავლიან.
თანამშრომლობის მემორანდუმი ღვინის
ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის
განვითარების ფონდს შორის გაფორმდა. შეთანხმების მიზანი ქართული
ღვინის პოპულარიზაციაა.
პოლონეთის
მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი თანამშრომლობს პოლონეთის
ღვინის აკადემიასთან რომლის ბაზაზეც 2015 წელს ქალაქ იასლოში ღვინის
სკოლა ჩამოყალიბდა, სადაც ლექციებს ქართული ღვინის კულტურის შესახებ
წაიკითხავენ.