სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დავით რაქვიაშვილს აქვს სერიოზული გამოცდილება, ის იყო რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე.

„დავითი არის ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრი. აქვს სერიოზული გამოცდილება, ის იყო რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და გამომდინარე აქედან აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც აშშ-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე რუსულ მხარესთან მხარესთან ურთიერთობის სერიოზული გამოცდილება აქვს. ის აშშ-ში იყო ელჩის მოადგილე დესპანი. მე და ბატონი დავითი ფაქტობრივად ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ის იყო გამგეობის წევრი და ამ თვალსაზრისით ეს სერიოზული გამოცდილება აქვს. პიროვნულ კონტექსტში გეტყვით, რომ არის ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ალპინისტი, ვისაც მთაში უვლია კარგად იცნობს ბატონ დავითს, ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია რას სჭიროა, რომ უშიშროების საბჭოში იმუშაო და ემსახურო ქვეყნის გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობას. ბატონი დავითი მუშაობდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების პროცესში. გვაქვს საკმაოდ ახლო ურთიერთობის 30 წლიანი გამოცდილება. მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Print