სიახლეები
შსს-ს ახალი ინიციატივა
„ძალა ნდობას“-შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ ახალი სოციალური კამპანია დაიწყო. კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ”საქართველოს შს სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
Print