სიახლეები
ქართული ღვინის პოპულარიზაცია
ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ღვინის

აკადემიის ერთ-ერთ სკოლაში შეასწავლიან. თანამშრომლობის მემორანდუმი ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდს შორის  გაფორმდა. შეთანხმების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.

პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი თანამშრომლობს პოლონეთის ღვინის აკადემიასთან რომლის ბაზაზეც 2015 წელს ქალაქ იასლოში ღვინის სკოლა ჩამოყალიბდა, სადაც ლექციებს ქართული ღვინის კულტურის შესახებ წაიკითხავენ.

Print