სიახლეები
ცესკო-ს მონაცემები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების
და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის, ასევე ადგილობრივი შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის პროპორციული საარჩევო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27.11%, რაც არის 27 მანდატი,  ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.01%, რაც არის 6 მანდატი, და ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” – 48.68%, რაც  44 მანდატია”.
Print