სიახლეები
შეხვედრა ნინო წილოსანთან
ჩოხატაურის და ლანჩხუთის რაიონებში "ქართული ოცნების"
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი სტუდენტებს შეხვდა. თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს დეპუტატობის კანდიდატი გურიის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ესაუბრა. გაიმართა დისკუსია რეგიონის პოტენციალისა და მის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართვის შესახებ. პოზიციების გაცვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
Print