სიახლეები
საკონსტიტუციოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გახდა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დღევანდელ სხდომაზე თავაძეს პლენუმის რვა წევრიდან მხარი ხუთმა დაუჭირა, ხოლო ირინა იმერლიშვილმა სამი მოსამართლის ხმა მიიღო.

თავმჯდომარის არჩევის საკითხზე კენჭისყრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც ირინა იმერლიშვილისა და ზაზა თავაძის კანდიდატურები განიხილებოდა.

ზაზა თავაძე 2010 წლის 30 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა. პლენუმის მიერ პირველად 2010 წლის 15 ივნისს, მეორედ კი 2015 წლის 10 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. 2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

2004 წელს კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
Print