სიახლეები
''მტკიცე მხარდაჭერის'' მისია

51-ე  ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა VI მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულისგან მისია სრულად გადაიბარა და სამშვიდობო მისიის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
„მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოსა და ნატოს ჰიმნები შესრულდა. ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენლობასთან ერთად ამერიკის არმიის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ.
V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას 6 თვის მანძილზე შეასრულებენ. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

 

Print