სიახლეები
სოხუმის დაცემის დღე
23 წელი სოხუმის დაცემის დღიდან.
1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ბრძოლა ქალაქისთვის 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სოხუმის დაცემით დასრულდა. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. სამხედრო დაპირისპირებას 14 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

300 ათასი დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.  დღეს დილიდან გმირთა მემორიალთან ხალხის ნაკადი არ წყდება.

Print