სიახლეები
მაღალსართულიანი კორპუსები სტადიონის ნაცვლად
მორიგი მშენებლობის ნებართვა თბილისში, რომელიც მოსახლეობის პროტესტს იწვევს.

ამჯერად, კორპუსის აშენებას გლდანში ეწინააღმდეგებიან. ვითარებას უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ 2 მაღალსართულიანი კოპლექსი სპორტული მოედნის ადგილზე უნდა აშენდეს. ადგილობრივები აქციებს მართავენ და სამშენებლო სამუშაოებს ხელს უშლიან, თუმცა როგორც ჩანს, ეს უშედეგო იქნება, რადგან სამშენებლო კომპანიამ ტერიტორია აუქციონის წესით ნახევარ მილიონ ლარად იყიდა.

Print