სიახლეები
„რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი

„რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

„რესპუბლიკური პარტია“ „პატრიოტთ ალიანსისა“ და ახალი მემარჯვენებისთვის საარჩევნო ნომრის, წილისყრის გარეშე მინიჭების გაუქმებას ითხოვს.  მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ცესკომ ამ გადაწყვეტილებით, კონკურენტები არათნაბარ პირობებში ჩააყენა.  ცესკოში კი განმარტავენ, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, საარჩევნო კოდექსში არსებულმა ვაკუუმმა გამოიწვია და ასეთი გადაწყვეტილების მიღების გარეშე შესაძლოა, 8 ოქტომბრის არჩევნებში ერთ პარტიას თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნების ბიულეტინზე სხვადასხვა საარჩევნო ნომრები ჰქონოდათ.

 

Print