სიახლეები
''გახმაურებული საქმეების'' აცილების მოთხოვნა
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ გახმაურებულ საქმეებზე აცილების თხოვნით მიმართა.

ამის მიზეზად მან ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია და  მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების დისკრედიტაციის მცდელობა    დაასახელა.

ფაფიაშვილის განმარტებით, მისი ოჯახის  არც ერთი წევრის მიმართ არასოდეს დასმულა სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი. იმისათვის, რომ ლალი ფაფიაშვილი ე.წ. გახმაურებულ საქმეებს ჩამოშორდეს, მისი თვითგანრიდების მოთხოვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა იმსჯელოს. შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად პლენუმის წევრი 9 მოსამართლიდან 5-ის თანხმობა არის საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ ვერ აკონკრეტებენ როდის გაიმართება ამ საკითხზე მსჯელობა. ლალი ფაფიაშვილის აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ე.წ გახმაურებული საქმეების განხილვას პლენუმი 8 მოსამართლის შემადგენლობით გააგრძელებს. ამ შემთხვევაში შესაძლოა, სამართლებრივი ხარვეზი შეიქმნას და თუ გადაწყვეტილების მიღებისას ხმები თანაბრად გაიყოფა, სარჩელი ავტომატურად არ დაკმაყოფილდება.

Print