სიახლეები
ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოზე
"ქართული    ოცნება    დემოკრატიული საქართველოს"  აღმასრულებელი მდივანი

საკონსტიტუციო    სასამართლოს    სახელით   გუშინ გავრცელებულ   განცხადებას   ეხმაურება.

ირაკლი    კობახიძე ამბობს, რომ    განცხადებას    საკონსტიტუციო   სასამართლოს    ყველა მოსამართლე  არ   უერთდება. კობახიძე    დარწმუნებულია, რომ   ამ განცხადებასთან    დაკავშირებით      კონსულტაცია სასამართლოში  არ  გამართულა.

საკონსტიტუციო    სასამართლოს   პრეს-სამსახურის   მიერ      გავრცელებულ   განცხადებაში   ნათქვამია, რომ  ირაკლი    კობახიძე ფლობს    ისეთ  დეტალებს, რაც   მხოლოდ    საკონსტიტუციო სასამართლოს    მოსამართლეებმა   უნდა   იცოდნენ. განცხადების თანახმად, ირაკლი    კობახიძე   სასამართლოს   საქმიანობაში    უხეშ   ჩარევას    არ    ერიდება.

Print