სიახლეები
ყაზახ ტურისტებს პრობლემები შეექმნათ

გაემგზავრებიან თუ არა დღეს,  ყაზახი ტურისტები ბათუმიდან ჯერ ისევ გაურკვეველია.

როგორც ავიაკომპანია Sky Bus-ის გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში სოსო ნადარეიშვილმა განაცხადა, დღის განმავლობაში გადაწყდება მგზავრებს სხვა ავიაკომპანიის თვითმფრინავით გაიყვანენ თუ მოგვარდება არსებული ტექნიკური პრობლემა.

მისივე თქმით, მგზავრთა ნაწილის უკმაყოფილება გასაგებია, იქედან გამომდინარე, რომ ისინი თავდაპირველად მაღალი კლასის სასტუმროში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი იმის გამო, რომ ადგილები აღარ იყო,  შედარებით დაბალი კლასის სასტუმროში დააბინავეს.

ყაზახეთის 150 მოქალაქე უკვე ორი დღეა ბათუმიდან სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

 

Print