სიახლეები
რუსული ტაქსი საქართველოში

23 აგვისტოდან საქართველოში მუშაობა რუსულმა კომპანია „იანდექს ტაქსმა“ დაიწყო.

რუსული ინვესტიცია ექვს ადგილობრივ ტაქსოპარკში ჩაიდო. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საფრთხეებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ შესაძლოა რუსულმა მხარემ კომპანია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.იანდექსის ქართულ ბაზარზე გამოჩენამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაშიც, მათ ხელისუფლებას დაფიქრებისკენ მოუწოდეს.

 

Print