სიახლეები
ხელმოწერები მერის იმპიჩმენტისთვის
თბილისის მერი გუშინდელი განცხადების გამო წუხს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. დავით ნარმანიამ საჯარო მიმართვა ჯერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა, მოგვიანებით, კი განმარტებები უკვე მედიასთან გააკეთა.
ამბობს, რომ თმენის ვალდებულება უნდა შეენარჩუნებინა. საჯარო ბოდიშის მიუხედავად, მერის იმპიჩმენტის დასაწყებად ხელმოწერები მაინც გროვდება, საკრებულოს ფრაქციების უმრავლესობა, დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვს. ამ საკითხში ყველა ერთიანია მმარველი პარტიის გარდა.
Print