სიახლეები
თეთნულდის განვითარების პერსპექტივა

კურორტ „თეთნულდის“ განვითარების ინიციატივას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

ფაქტს, რომ მთის კურორტების განვითარების სააგენტოში  „თეთნულდის“  ინფრასტრუქტურის  მოსაწყობად, ახალი შპს შეიქმნება -დისკუსიის საგანი აღმოჩნდა მესამე სექტორისთვის. იურისტები და მმართველი გუდის ოპონენტები  მომხდარში  კორუფციის ნიშნებს ხედავენ და   ფიქრობენ, რომ ჯაჭვლიანმა ახალი - სპეციალურად მისთვის შექმნილი თანამდებობა-სიაში ვერ მოხვედრის სანაცვლოდ მიიღო.    ეჭვების გასაქარწყლებლად   მთის კურორტების განვითარების სააგენტომ სპეციალური განცხადება  გაავრცელა.

დღე მეორე. კურორტ „თეთნულდის“ განვითარების ხელმძღვანელი მედიასთან არც დღეს გამოჩენილა. სანამ სოსო ჯაჭვლიანი გეგმებზე ისაუბრებს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოში ახალი შპს-ს შექმნაში კორუფციის ნიშნებს მესამე სექტორი ხედავს, არასამთავრობოებს დღეს ჯაჭვლიანის ნაცვლად,  სააგენტომ სპეციალური განცხადებით უპასუხა.

 

Print