სიახლეები
ყურძნის სუბსიდირება
25 მილიონი ლარი ყურძნის სუბსიდირებისთვის. მთავრობამ აპრობირებულ მეთოდს წელსაც მიმართა. როდემდე აპირებს ხელისუფლება ამ მეთოდით დარგის წახალისებას და რას ფიქრობენ ექსპერტები სუბსიდირებაზე?

გლეხები რთველისთვის, მთავრობა კი სუბსიდირებისთვის ემზადება. დახმარების ეს ფორმა გასული წლის მსგავსად წელსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მთავრობა ყოველ წელს სუბსიდირების შეწყვეტაზე საუბრობს, თუმცა, ყოველი რთველის წინ პოზიცია იცვლება.
"კონტაქტი" დაინტერესდა რამდენად გამართლებულია სუბსიდირება და როგორ აისახება დარგის განვითარებაზე?

ერთჯერადი დახმარება გრძელვადიანი პერსპექტივის გარეშე - ასე აფასებენ ექპსერტები ყურძნის სუბსიდირებას და მთავრობას სამოქმედო გეგმის შეცვლას ურჩევენ.

თავად გლეხები კი, სუბსიდირების საჭიროებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ქარხნები ყურძნებს დაბალ ფასში იბარებენ, რაც გაწეულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებს.

თელავში საკოორდინაციო შტაბი უკვე ფუნქციონირებს, სადაც რეგისტრირებულ ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე გლეხები რქაწითელზე - 0, 45 თეთრის, ხოლო საფერავზე - 20 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ. რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმსა და  ქვემო-სვანეთს, მუჯურეთული და ალექსანდროულისთვის გლეხები 2 ლარს მიიღებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს ყურძენს 100-მდე ღვინის კომპანია ჩაიბარებს.  გლეხები ყურძნის საფასურს ჩაბარებიდან 15 დღეში მიიღებენ. რეალიზაციის გარეშე დარჩენილ ყურძენს კი, სახელმწიფოს მიერ იჯარით აღებული ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ.

Print