სიახლეები
რა ხდება საოკუპაციო ხაზთან

დვანი, ღოღეთი, ხურვალეთი - ამ სოფლების შემდეგ, საკუთარი მოსავლის აღებას ვეღარც სობისელები ახერხებენ.

უფრო მეტიც, ჩილინდრიშვილების ოჯახის მარცვლეულის ნათესებში. დღეს დილით მოსავალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან გადმოსული კომბაინი იღებდა.

საოკუპაციო ხაზის მიდებარედ რუსული ვერტმფრენიც გამოჩნდა.

მოსახლეობა პანიკაშია.  ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და სახელმწიფო მინისტრი იმყოფებოდნენ.

ინფორმაცია აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

 

Print