სიახლეები
ნაცვლიშვილის კრიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის  გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს.

 

 

ოთხი წლის წინ ყოფილი მთავარი პროკურორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულს უწოდეს და ამბობს, რომ ციხის კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებას ეწინააღმდეგებოდა.

 

გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ თანამშრომელ-ბედუკაძესთან  2012 წლის არჩევნების შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მაშინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავარ პროკურორს საჯაროდ მიმართა და ამ გადაწყვეტილების გადახედვა ურჩია. თუმცა, სასამართლო განაჩენი გადახედვას აღარ დაექვემდებარა.

არჩილ კბილაშვილი, რომელსაც  ბედუკაძის საქმის გამოძიების  ერთპიროვნულად მოქმედებაში ადანაშაულებენ,    კონტაქტს არ პასუხობს.

ციხის სკანდალური კადრების ავთენტურობას საზოგადოების ნაწილი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა, ამ მოსაზრებას ნაცვლიშვილი არ ეთანხმება პროკურორის ყოფილი მოადგილე, წინასაარჩევნოდ  მორიგი კადრების გამოქვეყანსაც არ გამორიცხავს.

 

 

Print