პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის გარანტირებას კონსტიტუციით ითხოვს, საპასუხოდ კი მოქმედი თავმჯდომარე წინადადებით გამოდის, კონსტიტუციის პრეამბულას დაემატოს ფრაზა, რომ საქართველოს მოქალაქეებიის ურყევი ნებაა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. დეპუტატებს ამ საკითხებზე ორი დღის წინ უნდა ემსჯელათ, თუმცა ბიუროს სხდომა ვერ შედგა.