სიახლეები
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გონიოში
ამ დრომდე ეძებენ გონიოში, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში დაკარგულ ორ ქართველ სამხედროს.

ძებნის ოპერაციაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნით,ამერიკის შეერთებული შტატების  ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულების ძალების გარდა თურქული მხარეცაა ჩართული.

ადგილზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი.გონიოში ჩასვლას გეგმავს  თავდაცვის მინისტრიც.

გუშინ სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრომ შავ ზღვაზე სწავლების დროს, სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ზღვის ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლო.

Print