სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ინფექციური საავადმყოფოს პერსონალმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ "ავერსი ფარმა", რომელმაც კლინიკის ტერიტორია შეისყიდა, ავიწროებს პერსონალს და სამუშაო უფლებებს უზღუდავს.
მათი თქმით, არ აქვთ, გამართული აპარატურა, ახლის გამოყენების ნებართვას კი არ აძლევენ. ამ დროისთვის კლინიკაში მუშაობა შეფერხებულია.