თბილისის მერიასთან „თავისუფალი დემოკრატების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გლდანელებთან ერთად აქცია გამართა.
ამირან გიგუაშვილმა მერიასთან გლდანის 8 მიკრორაიონში არსებული პატარა ტბის ტერიტორიიდან შეგროვებული ნარჩენები მიიტანა.
აქციის მონაწილეებს მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი გამოეხმაურა და განცხადა, რომ ტბის დასუფთავება მუდმივად მიმდინარეობს.
მერიაში განმარტეს, რომ ტერიტორიაზე მხოლოდ სამშენებლო ნარჩენები იყო და ამ დროისთვის ტერიტორია დასუფთავებულია.