სიახლეები
ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა
ვლადიმერ ბედუკაძე მისთვის დაცვის მოხსნას აპროტესტებს.

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება მოულოდნელად აცნობეს.

ბედუკაძე, აცხადებს, რომ დაცვის ყოლა მნიშვნელოვანი იყო, რადგან კონკრეტული პირების მხრიდან საფრთხეები კვლავ არსებობს. თუკი მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, რაიმე საშიშროება დაემუქრება, პასუხისმგებლობას ქვეყნის მთავარ პროკურორს აკისრებს.

ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, დაენიშნა. ამის მიზეზად გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობა დასახელდა. სხვა დეტალები უცნობია, რადგან მოწმისათვის დაცვის დანიშვნის საკითხი კონფიდენციალურია და პროკურატურას დეტალების გასაჯაროებას კანონი უკრძალავს.

Print