მანამდე კი გარდაცვლილი ახალგაზრდის ცხედარი სამტრედიის პოლიციასთან დაასვენეს. ოჯახის წევრებმა დამნაშავის დასჯა და საქმის ეფექტური გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
ამ დრომდე უცნობია, დაიკითხა თუ არა ის სამართალდამცველი, რომელსაც გარდაცვლილი ზეწოლაში ადანაშაულებს და ამ ფაქტის შესახებ დატოვებულ წერილში წერს.
დემურ სტურუას ოჯახს მიუსამძიმრეს პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა, რომლებიც საქმის დროულ გამოძიებასთან ერთად, ნარკო პოლიტიკის შეცვლაზე მიუთითებენ.